8 ივნისი, ოკეანის მსოფლიო დღე წელს პირველად ბათუმის ბულვარში აღინიშნა. წყლებისა და ზღვების დაცვის კუთხით ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბულვარის მიერ მოწვეულმა სპეციალისტებმა სკოლის მოსწავლეებისთვის ზღვის თემატიკაზე შემეცნებით პრეზენტაციები ჩაატარეს. ბულვარის ღია სივრცეში მოწყობილ შეხვედრას ინტერაქტიული ხასიათი ჰქონდა, მოსწავლეები ჩართულები იყვნენ დისკუსიებში.
ლიტერატურულმა კლუბმა „ლიტერპოლლომ“ ერნესტ ჰემინგუეის „მუხუცი და ზღვა“ განსხვავებული ფორმატით წარადგინა. პრეზენტაცია აქცენტირებული იყო ოკეანის, როგორც ბუნების მნიშვნელოვან ფენომენზე და ამ მნიშვნელობის ასახვაზე ლიტერატურასა და რეალობაში.
თემატური პრეზენტაციებით წარსდგნენ ასევე სკოლა „გორდას“ მოსწავლეები, მათ ისაუბრეს ოკეანის შრეებზე და წყლის ბინადრებზე. დიდი ინტერესი გამოიწვია დელფინების შესახებ ინტერაქტივმა, რომელსაც წარუძღვნენ ბათუმის დელფინარიუმის წარმომადგენლები.
ბათუმის ბულვარმა ორგანიზება გაუწია უკვე რამდენიმე მსგავს საგანმანათლებლო შეხვედრას. ბულვარის დირექტორის ირაკლი ჯინჭარაძის თქმით, ბულვარი მზადაა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესთავაზოს სივრცე შემეცნებითი და თემატური ხასიათის ღია გაკევთილებისა და პრეზენტაციების ჩასატარებლად.
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.