დღეს, ბათუმის ბულვარის საჭადრაკო კლუბ „ნონა“-ში, ვეტერან ქალთა შორის ჭადრაკის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში გამარჯვებული ქალბატონები სსიპ “ბათუმის ბულვარი“-ს წარმომადგენლებმა სიმბოლური საჩუქრებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.
საპრიზო სამეული შემდეგნაირად გადანაწილდა, შეჯიბრის პირველი ადგილის გამარჯვებული მედეა ბიბილეიშვილი გახდა, მეორე ადგილი სვეტლანა უტიანსკაიამ, ხოლო მესამე ადგილი თალიკო გაბეჩავამ დაიკავა.
სპორტულ ღონისძიებას, მსაჯობას ამირან ფირცხალაიშვილი, დარეჯანდიასამიძე და სპეციალურად მოწვეული სტუმარი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენელი, დიანა ქუთელია უწევდნენ.