სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.
‘ბათუმის ბულვარი’ ახორციელებს მის სარგებლობაში არსებული ქონების მართვასა და მოვლა-პატრონობას, უფლებამოსილია ეს ქონება სარგებლობაში გასცეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით და ამისათვის დაადგინოს შესაბამისი პირობები, ახორციელებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის საჭირო და აუცილებელ ღონისძიებებს, ვიზიტორებისათვის ქმნის დასვენებისა და ტურიზმის ხელსაყრელ გარემოს და ატარებს მწვანე ნარგავების მოვლის, აღდგენის და განახლების სამუშაოებს ბულვარის ტერიტორიაზე.
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.