აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №11

2022 წლის 29 ნოემბერი ქ. ბათუმი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის

ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულება, თანახმად დანართისა.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 5 მარტის №7 დადგენილება (www.matsne.gov.ge,06/03/2018, 040030000.32.057.016273).

3. დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის 2022 წლის 29 ნოემბრის N 11 დადგენილების

დანართი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის

დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი –ბათუმის ბულვარი (შემდგომში–ბულვარი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) დადგენილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (დაწესებულება), რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში.

2. ბულვარი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ბულვარი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მთავრობისა და სამინისტროს წინაშე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

4. ბულვარი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

5. ბულვარს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო დასახაზინოანგარიშები, ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. ბულვარის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქუჩა №2.

მუხლი 2. ბულვარის ფუნქციები და ამოცანები

  1. ბულვარის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) ბულვარის გამწვანების პროექტებისა და პერსპექტიული პროგრამების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობა;

ბ) ბულვარის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების, დეკორატიული მცენარეების, ყვავილების და ა.შ. მოვლა-პატრონობა, განახლებისა და აღდგენითი სამუშაოები;

გ) მოსახლეობის გაჯანსაღებისა და დასვენების ეფექტური პირობების უზრუნველყოფა, საკურორტო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაფართოება;

დ) დამსვენებელთა როგორც ორგანიზებული, ისე არაორგანიზებული კონტინგენტისათვის დასვენებისა და ტურიზმის თანამედროვე მოთხოვნილებების შესაბამისი პირობების შექმნა;

ე) საკურორტო ფაქტორთა დაცვა გაჭუჭყიანებისა და ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევისაგან, სანიტარიული ნორმების დაცვა;

ვ) ბულვარის განვითარების დასაბუთებული პერსპექტიული გეგმებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ზ) ბულვარის სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა, მათი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვადასხვა ფორმებითგაცემა დაშესაბამისიპირობების დადგენა;

თ) ბულვარის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ი) „ვეტერანთა კლუბის“ (შემდგომში – კლუბი)ჩამოყალიბებისა(ბულვარისსარგებლობაში არსებული ვეტერანთა კლუბის შენობის ბაზაზე) და ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება (კლუბის დაფუძნება, წევრების რეგისტრაცია, წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების, მათ შორის, საპატიო 2 წევრის წოდებაზე წარსადგენი კანდიდატურების არჩევნების ჩატარების ორგანიზება, კლუბის საინტერესო და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად სპეციალური მიზნობრივი პროგრამებისა და ღონისძიებების (ტურნირებისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიების ორგანიზება, სადღესასწაულო დღეებში წამახალისებელი საჩუქრების მომარაგება, სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთათვის პრიზების გადაცემა და სხვა) შემუშავება და განხორციელება.

2. ბულვარს, თავისი ამოცანებისა და ფუნქციების შეუფერხებლად რეალიზაციის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:

ა) წარადგინოს წინადადებები აღმასრულებელი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოებში ბულვარის მართვისა და განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე;

ბ) მიიღოს საჭირო ინფორმაცია, განმარტებები და ცნობები;

გ) მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება-განხილვაში;

დ) განახორციელოს დამხმარე სამეწარმეო საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;

ე) თავის გამგებლობაში შემავალ საკითხებზე ითანამშრომლოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის უწყებებთან, მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ვ) განახორციელოს კონტროლი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულებაზე, რისთვისაც გამოყოფს კოორდინატორს ან თანამშრომელთა შემადგენლობით ქმნის სპეციალური

კონტროლის ჯგუფს; ზ) შეადგინოს ბულვარის ტერიტორიაზე ჩადენილ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმი;

თ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

3. ბულვარი თავის საქმიანობას წარმართავს სამინისტროს ზედამხედველობით. საჭიროების შემთხვევაში ბულვარი ვალდებულია დაკისრებული ამოცანები და ფუნქციები განახორციელოს შესაბამისი სახელმწიფო (ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის) ორგანოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.

მუხლი 3. ბულვარის ხელმძღვანელობა

1. ბულვარს ხელმძღვანელობს ბულვარის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.

2. ბულვარის დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის შესარჩევად სამინისტრო აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს და კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს დასანიშნად მთავრობას.

3. ბულვარის დირექტორი:

ა) კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს ბულვარის საქმიანობას, მოქმედებს ბულვარის სახელით და სპეციალური მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ბ) პასუხისმგებელია ამ დებულებისა და ბულვარის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების, აგრეთვე მათგან გამომდინარე მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის დავალებების ზუსტად და დროულად შესრულებაზე;

გ) პასუხისმგებელია ბულვარის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, ბულვარის ქონების, მათ შორის, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე;

დ) თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს–ბრძანებას,ხელსაწერსბულვარისსაქმიანობასთან დაკავშირებულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;

ე) ამტიკიცებს ბულვარის შინაგანაწესს და ბულვარის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობას;

ვ) სამინისტროს შეთანხმებით განსაზღვრავს და ადმინისტრაციული აქტით ამტკიცებს საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდს, თანამდებობრივ სარგოებსა და ხარჯთა ნუსხას;

ზ) უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით ბულვარში დასაქმებულ პირებზე დააწესოს დანამატი გარკვეული პერიოდის განმავლობაში (არაუმეტეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ბოლომდე) „საქართველოს შრომის კოდექსის“ 27-e მუხლით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების, ბულვარის დირექტორის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, იმ სამუშაოს შესრულებისათვის, რაც სცდება დასაქმებული პირის უშუალო მოვალეობას, თუმცა პირდაპირ არის დაკავშირებული ბულვარის საქმიანობის მიზნებსა და ამოცანებთან, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, რომელიც დაკავშირებულია ბულვარის საქმიანობასთან;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბულვარის თანამშრომლებს;

ი) ანაწილებს ფუნქციებს ბულვარის სტუქტურულ ქვედანაყოფებსადათანამშრომლებსშორის,აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ბულვარის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების საქმიანობაზე, ატარებს თათბირებს თანამშრომლებთან, პერიოდულად ისმენს მათი მუშაობის შედეგებს;

კ) ამტკიცებს ბულვარის თანამშრომელთა შვებულებაში გასვლის განრიგს, უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ბულვარის თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია ბულვარის თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;

მ) ბულვარის სახელით სამოქმედოდ გასცემს მინდობილობას ბულვარის თანამშრომლებსა და სხვა პირებზე;

ნ) უფლებამოსილია ბულვარისსახელითგახსნასდადახუროსანგარიშები ბანკში,დადოსშრომითიდა სხვა ხელშეკრულებები (შეთანხმებები) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ო) სამინისტროსა და მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ბულვარის საქმიანობის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ;

პ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომელიც საჭიროა ბულვარის ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად;

ჟ) იღებს გადაწყვეტილებას ბულვარის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომელიც საჭიროა ბულვარის ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად;

რ) ბულვარის სახელით დებს გარიგებებს, აცხადებს ელექტრონულ ტენდერებს, აუქციონებს და კონკურსებს;

ს) სამინისტროს მეშვეობით მთავრობას წარუდგენს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მთავრობის დადგენილების პროექტს;

ტ) კვარტალში ერთხელ, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროსწარუდგენსანგარიშსბულვარის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე;

უ) ასრულებს კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად მთავრობის ან/და სამინისტროს მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. ბულვარის დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე, რომლებსაც სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ბულვარის დირექტორის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.

5. ბულვარის დირექტორის მოადგილეები ახორციელებენ კონტროლს და კოორდინაციას უწევენ ბულვარის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს. მოადგილეთა კონკრეტულ უფლებამოსილებებს განსაზღვრავს ბულვარის დირექტორი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით.

6. ბულვარის დირექტორის არყოფნის, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან შეწყვეტის შემთხვევაში ბულვარის დირექტორის მოვალეობას დროებით ასრულებს ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის ადგილზე არყოფნისას, ბულვარის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. ბულვარის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მოადგილეები ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს ახალი დირექტორის დანიშვნამდე.

მუხლი 4. ბულვარის სტრუქტურა

1. ბულვარი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) ფინანსებისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური;

გ) იურიდიული სამსახური;

დ) გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური;

ე) მარკეტინგისა და ქონების მართვის სამსახური;

ვ) მონიტორინგის სამსახური;

ზ) კეთილმოწყობის სამსახური;

თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

2. ბულვარის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბულვარის დირექტორი.

3. ბულვარის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოვალეობას ასრულებს ბულვარის დირექტორის ბრძანების საფუძველზე ბულვარის სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომელი.

4. ბულვარის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მომზადებულ დოკუმენტებს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ე) ბულვარის დირექტორს ან კურატორ მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ;

ვ) ბულვარის დირექტორის ან/და მისი ერთ-ერთი მოადგილის დავალებით ასრულებს სხვა დავალებებს.

მუხლი 5. ადმინისტრაციული სამსახური

1. ადმინისტრაციული სამსახური:

ა) ახორციელებს ბულვარის ადამიანური რესურსების მართვას, მონიტორინგს და ანალიზს;

ბ) ამზადებს ბულვარის ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ბულვარის დირექტორის ბრძანებებს;

გ) ახორციელებს ბულვარის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას;

დ) უზრუნველყოფს ბულვარის თანამშრომელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და პროფესიული განვითარების ორგანიზება-განხორციელებას; ე) შეიმუშავებს შრომის შინაგანაწესს, სამუშაოთა აღწერილობას და აკონტროლებს მის შესრულებას;

ვ) ახორციელებს ბულვარში გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომის ფაქტების განხილვას და სამართლებრივ შეფასებას;

ზ) ახორციელებს ბულვარში დასაქმებულ პირთა სამუშაოზე გამოცხადების კონტროლს, აღრიცხვიანობასა და შესაბამისი სათანადო დოკუმენტაციის მომზადებას;

თ) საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად, ორგანიზებას უწევს დოკუმენტბრუნვას;

ი) უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტებისადასაკონტროლოდავალებების შესრულების შემოწმებასა და კონტროლს;

კ) ახორციელებს საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას და არქივისათვის გადაცემას (არქივირებას), სხვადასხვა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში ბულვარის დოკუმენტების გაგზავნას;

ლ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას კანონმდებლობის შესაბამისად;

მ) უზრუნველყოფს ბულვარის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას;

ნ) უზრუნველყოფს ბულვარის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლებას;

ო) ახორციელებს მომარაგების ორგანიზებას;

პ) წარმართავს სამეურნეო საქმიანობას;

ჟ) წარმართავს სასაწყობო მეურნეობას;

რ) ორგანიზებას უწევს ბულვარის ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციას;

ს) უზრუნველყოფს ბულვარის კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელ მუშაობას.

ტ) უზრუნველყოფს ბულვარის სარგებლობაში არსებული სამსახურებრივიავტომანქანებისგამართულ მუშაობას და მათ მოვლა-პატრონობას;

უ) უზრუნველყოფს ბულვარისთანამშრომელთათვის სათანადოსამუშაო პირობებისშექმნას, შენობაში უსაფრთხო გარემოს დაცვას;

ფ) ვეტერანთა კლუბის წევრებისა და სტუმრებისათვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, უზრუნველყოფს კლუბის ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (ავეჯი, ინვენტარი, სხვადასხვა თამაშისა და სხვა გასართობი ღონისძიებებისათვის და სხვა) შექმნასა და პერიოდულ განახლებას;

ქ) ახორციელებს შრომის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის ყოველდღიურ ინსპექტირებას და შესაბამისი ანგარიშების წარმოებას;

ღ) ახდენს შრომის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკების შეფასებას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;

ყ) ახდენს ინციდენტებისა და უბედური შემთხვევების ანალიზს;

შ) ახდენს მანქანა-დანადგარების, სამუშაო ტექნიკისა და სამუშაო აღჭურვილობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას; ჩ) უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების მართვას;

ც) უზრუნველყოფს ტრენინგების და ინსტრუქტაჟების ჩატარებას და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;

ძ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვასა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადებას;

წ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ბულვარის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;

ჭ) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 6. ფინანსებისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური

ფინანსებისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური:

ა) უზრუნველყოფს სახსრების რაციონალურ ხარჯვას;

ბ) ორგანიზაციას უწევს და წარმართავს ბულვარის სისტემაში საფინანსო-ეკონომიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას;

გ) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს, კრებსითი ბალანსების, ანგარიშების მომზადებას;

დ) შეიმუშავებს ბულვარის ბიუჯეტსა და ხარჯთა ნუსხის პროექტებს, ბულვარის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად;

ე) ადგენს საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს და წარადგენს მათ სამინისტროსა და ხაზინაში;

ვ) ამზადებს ბულვარის მიზნობრივ პროგრამებს და შესაბამის პროექტებს;

ზ) აწარმოებს სათანადო ფინანსურ გაანგარიშებას;

თ) უზრუნველყოფს საფინანსო დოკუმენტაციის დროულ გაფორმებასა და მომხდარი ოპერაციების განხორციელებას; სახსრების სწორად გამოყენებასა და ხარჯვაზე, ხელფასების დროული დარიცხვის, სახელფასო უწყისების შედგენის, ხარჯთა ნუსხის შესრულების პროცესში საწარმოებთან, ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული წარმოებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლს;

ი) უზრუნველყოფს ფულადი სახსრების ანგარიშსწორებასა და მატერიალურ ფასეულობათა შეფასებაზე, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრასა და აღრიცხვაში მონაწილეობების მიღებაზე, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხების აღრიცხვასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლს;

კ) უზრუნველყოფს განსაზღვრულ ფუნქციებთან დაკავშირებით სამინისტროსთან ურთიერთობას;

ლ) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო შესყიდვებს, თვალყურს ადევნებს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში;

მ) კონსულტაციებს უწევს სატენდერო კომისიის წევრებს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით;

ნ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წერილების, ანგარიშების, ხელშეკრულებების, ინფორმაციისა და სხვა მასალების მომზადებასა და სააგენტოსათვის მათ დროულ წარდგენას;

ო) ამზადებს მასალებს სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისას; პ) შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმას და განსაზღვრავს ცალკეული შესასყიდი ობიექტის წლიური ღირებულებიდან გამომდინარე შესყიდვის წესს; ასევე მონაწილეობას იღებს შესყიდვების წლიური გეგმის ცვლილებების (კორექტირებული) პროექტის მომზადებაში;

ჟ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ავლენს ინტერესთა კონფლიქტს და ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრის წინადადებით მიმართავს პირს, რომელიც დადგა ინტერესთა კონფლიქტის წინაშე;

რ) შეიმუშავებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ტექსტს და სატენდერო დოკუმენტაციას;

ს) ამზადებს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პროექტებს;

ტ) უზრუნველყოფს მომწოდებელთან ხელშეკრულებების დადებას და აკონტროლებს დადებული ხელშეკრულების შესრულებას;

უ) შეისწავლის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას გამოვლენილ ნაკლოვანებებს და წარმოადგენს რეკომენდაციებს მათი აღმოფხვრის თაობაზე;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვას და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადებას;

ქ) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 7. იურიდიული სამსახური

იურიდიული სამსახური:

ა) უზრუნველყოფს ბულვარს სამართლებრივი მომსახურებით;

ბ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს ბულვარის საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე;

გ) უზრუნველყოფს სასამართლო ორგანოებში ბულვარის წარმომადგენლობას;

დ) ახორციელებს ბულვარის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

ე) უზრუნველყოფს ბულვარის მოსამსახურეთა სამართლებრივ ინფორმირებას;

ვ) ახორციელებს ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

ზ) ახორციელებს კონკურსების, აუქციონების გამოცხადებისათვის საჭირო ორგანიზაციულსამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებას;

თ) ახორციელებს ბულვართან გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების სამართლებრივ ზედამხედველობას და შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;

ი) ახორციელებს ბულვარის პროგრამების და პროექტების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ჯგუფების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

კ) უზრუნველყოფს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებების განხილვას ან/და განხილვაში მონაწილეობის მიღებას;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვას და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადებას;

მ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს ბულვარის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;

ნ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 8. გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური

გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამუშაოების რეგულირება, კოორდინაცია, განვითარების პოლიტიკისა და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება;

ბ) ბულვარის ტერიტორიაზე გარემოსა და სანიტარიული ნორმების დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ) ბულვარის ტერიტორიაზე არსებული გაზონების, მწვანე ნარგავების, დეკორატიული მცენარეების, ყვავილების მოვლა-პატრონობა და მათი დეკორაციული ფორმირება; ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა და ცალკეული ფართობების პროექტირება, მათი ლანდშაფტურიდიზაინის დამუშავება და უზრუნველყოფა, დაზიანებული გაზონების აღდგენა, ამორტიზებული და გადაბერებული ხემცენარეების შეცვლა;

დ) სამსახურის ფუნქციონირებასა და განვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციების, დასკვნების, რეკომენდაციებისა და პროექტების მომზადება და ბულვარის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ე) ბულვარის მიერ სამსახურის კომპეტენციაში არსებული და მისი სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, შესყიდვის ობიექტების ინსპექტირება-ზედამხედველობის განხორციელება და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება კანონმდებლობის შესაბამისად; აუცილებელი კაპიტალური და მიმდინარე სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; საჭიროების შემთხვევაში სათანადო დეფექტური აქტების, ხარჯთა ნუსხებისა და პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად მომზადება; სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო სათანადო ქონების აღრიცხვა და მოვლა-შენახვისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;

ვ) ბულვარის აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის განვითარებაზე ზედამხედველობის განხორციელება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ბულვარის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;

ი) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 9. მარკეტინგისა და ქონების მართვის სამსახური

მარკეტინგისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მარკეტინგული კვლევების მონაცემების შეგროვება, მისი მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზიდასაინფორმაციობაზის შექმნა, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ბულვარის სტრატეგიული განვითარების მიზნით წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ბ) მარკეტინგის განხორციელებისათვის საჭირო სახსრების განსაზღვრა და შესაბამისი წინადადებების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

გ) ბულვარის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონებისაღსაღრიცხავადმასალებისსაჯარო რეესტრის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურისათვის სარეგისტრაციოდ წარდგენა;

დ) წინადადებების შემუშავება სახელმწიფო (ავტონომიური რესპუბლიკის) ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ბულვარისათვის გადმოცემის შესახებ;

ე) წინადადებების შემუშავება ბულვარის სარგებლობაში არსებული მიწის მართვისა და განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან დაკავშირებით;

ვ) დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, წინადადებების მომზადება ბულვარის სარგებლობაში არსებული კონკრეტული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ;

ზ) წინადადებების შემუშავება ქონების ოპტიმალურად განკარგვის შესახებ;

თ) ქონების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი პროცედურების განხორციელება და აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ, მასალების მომზადება შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად;

ი) ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ხელშეკრულების მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

კ) ბულვარისათვის დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში ბულვარის ტერიტორიაზე სხვადასხავა სახის ნებართვების გაცემა;

ლ) ქონების მართვის განხორციელებისათვის საჭირო სახსრების განსაზღვრა და შესაბამისი წინადადებების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში ბულვარის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურშიშესული კორესპონდენციისგანხილვა დაშესაბამისიპასუხის პროექტის მომზადება;

ო) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 10. მონიტორინგის სამსახური

მონიტორინგის სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) ბულვარისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ტერიტორიაზე ჩადენილ ცალკეულ სამართალდარღვევებზე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით შესაბამისი სამართლებრივი ქმედებების განხორციელება;

ბ) ბულვარის ადმინისტრაციის მიერ მიღებული ამკრძალავი ზომების კონტროლი, დაწესებული შეზღუდვებისა და დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

გ) ბულვარის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მხარეთა მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგის განხორციელება, დადებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობაში გაცემული ქონების ადგილზე დათვალიერება და დაწესებული გადასახადების დროული და სრული ოდენობით ამოღების უზრუნველყოფა;

დ) ბულვარის სტრუქტურული ქვედანაყოფების მონიტორინგის განხორციელება;

ე) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია ბულვარის სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან გამოითხოვოს მათ ხელთ არსებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს მათი მიღება დედნის ან დამოწმებული ასლის სახით;

ვ) ახორციელებს ბულვარის ტერიტორიაზე დაცვის სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე კონტროლსა და კოორდინაციას;

ზ) ანგარიშვალდებულია ცალკეული მონიტორინგის დასრულების შემდეგ დირექტორს გონივრულ ვადაში წარუდგინოს მონიტორინგის შედეგები;

თ) განახორციელოს მონიტორინგის შედეგების ანალიზი; ი) მონიტორინგის ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ბულვარის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;

მ) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 11. კეთილმოწყობის სამსახური

კეთილმოწყობის სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავება-დაგეგმარებისათვის ინფორმაციების მოპოვება, შესწავლა, დამუშავება, ანალიზი და მიწოდება ბულვარის დირექტორისათვის ინფორმაციების, დასკვნების, რეკომენდაციებისა და პროექტების სახით;

ბ) საინჟინრო კომუნიკაციების განვითარების პროექტების შემუშავება, განხორციელების უზრუველყოფა და კონტროლი;

გ) ბულვარში დაგეგმილი საპროექტომომსახურებისშესყიდვისგანხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალებისა და სავარაუდო ფინანსური ანალიზის მომზადება;

დ) ბულვარის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;

ე) გაფორმებული ხელშეკრულებების და სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულების კონტროლი, სამუშაოების მიმდინარეობაზე ანგარიშის მომზადება, მიღება-ჩაბარება და ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა პროექტების მიმდინარე მდგომარეობის შესახებ;

ვ) ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობითი სამუშაოებისას წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა და მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება, შემდგომი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;

ზ) ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოების პროცესში გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, პროექტში აუცილებელი ცვლილებების განხორციელების და შემოთავაზებული ალტერნატიული წინადადებების განხილვა. ბულვარის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მომზადებული და შემუშავებული წინადადებების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

თ) ბათუმის ბულვარში არსებული ინფრასტრუქტურის მიმდინარე მოვლა-პატრონობისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ბულვარის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 12. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

ა) უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინირებას უწევს ბულვარის ძირითადი საქმიანობისა და მიმართულებების თაობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით მასობრივ საინფორმაციო საშუალებებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობას;

ბ) ბათუმის ბულვარის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის და ჩამოყალიბების მიზნით, ახდენს კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარებას, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას;

გ) ახორციელებს უწყებაში მიმდინარე პროცესების (სიახლეები, პროექტები, შეხვედრები, ღონისძიებები, ანგარიშები და ა.შ) ამსახველი საინფორმაციო, საპრეზენტაციო და სარეკლამო მასალების მომზადებას და გავრცელებას;

დ) უზრუნველყოფს ბულვარის დირექტორისა და ბულვარის ხელმძღვანელობის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობის ხელშეწყობას;

ე) ახორციელებს შიდა კომუნიკაციის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის გაცვლას;

ვ) უზრუნველყოფს ბულვარის სახელით განცხადებების გავრცელებას, სატელევიზიო პროექტებში მონაწილეობას, ინტერვიუების, პრესკონფერენციებისა და მედიაბრიფინგების ორგანიზებას;

ზ) ახორციელებს ფოტო-ვიდეომასალის არქივის შექმნას და განახლებას;

თ) ბულვარის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ზრდის მიზნით უზრუნველყოფს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტენსიურ გამოყენებას;

ი) ახდენს ბულვარის ვებგვერდისა და სოციალური მედიის გვერდებისსაინფორმაციოდაგრაფიკული დიზაინით უზრუნველყოფას, ინფორმაციის განახლება/მართვას, მათზე წვდომის გაზრდას;

კ) ბულვარის ფუნქციური დანიშნულების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ახორციელებს შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

ლ) ახდენს ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის საჭირო ინფორმაციების მოპოვებას, შესწავლა/ანალიზს და ბულვარის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების მიწოდებას პროექტების სახით;

მ) კომპეტენციის ფარგლებში ახდენს სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვასა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადებას;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს ბულვარის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;

ო) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 13. ბულვარის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

1. ბულვარის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო. 2. ბულვარის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს ბულვარის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ბულვარის დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მინისტრს უფლება აქვს ბულვარის დირექტორს მოსთხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.

4. ბულვარის დირექტორი ვალდებულია წელიწადში ორჯერ სამინისტროს, ხოლო მთავრობას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს წერილობითი ანგარიში ბულვარის მიერ განხორციელებული საქმიანობის, მათ შორის, ბულვარის ფინანსური სახსრების თაობაზე;

5. ბულვარის საქმიანობის შესამოწმებლად საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებელ აუდიტორს ნიშნავს სამინისტრო.

მუხლი 14. ბულვარის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

ბულვარმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

მუხლი 15. ბულვარის ქონება

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ბულვარს აქვს საჭირო განცალკევებული ქონება, რომელიც მას დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისაგან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ბულვარის ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე ბულვარის ფუნქციონირების განმავლობაში ბულვარის ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება. ასეთ ქონებაზე ბულვარს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება.

3. ბულვარის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება, გარდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ სარგებლობაში გადაცემული ქონებისა, რჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.

4. ბულვარის ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 16. ბულვარის დაფინანსების წყაროები

1. ბულვარი ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან. 2. ბულვარის შემოსავლის წყარო აგრეთვე შეიძლება იყოს:

ა) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები;

გ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

დ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ბულვარის ხარჯების ანაზღაურებას, ბულვარის თანამშრომლებზე ხელფასების გაცემას, შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და ბულვარის დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ბულვარის სახსრებისა და შემოსავლების რაიმე სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.

მუხლი 17. ბულვარის საბუღალტრო ანგარიშგება

1. ბულვარი ვალდებულია კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინიტროს. 2. ბულვარის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

მუხლი 18. ბულვარის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ბულვარის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 19. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881