გაეროს ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობამ საქართველოში, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ და საქართველოს „ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციამ“- WISTA Georgia, რიგით მე-2 საერთაშორისო საზღვაო ფორუმის Georgia International Maritime Forum - GIMF ფარგლებში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის უმთავრესს მიზანს წარმოადგენს ქალბატონების ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება, ინტეგრაცია და მხარდაჭერა.
მიმდინარე წლის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN Women მიერ წარმოებს სოციალური კამპანია -16 დღიანი აქტივობა გენდერული ნიშნით ძალადობისა და შევიწროვების წინააღმდეგ.
სსიპ ბათუმის ბულვარისა და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, დღეს, სახალხო დამცველის აპარატმა გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს თანამშრომლებისათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. შეხვედრაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობასა და პრევენციული გზების მოძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.