პირველი სამეცნიერო კონფერენცია და ფოტოგამოფენა ბულვარისშესახებ

17 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბათუმის ბულვარის წარსულის და თანამედროვეობის ამსახველი პირველი სამეცნიერო კონფერენცია და ფოტოგამოფენა გაიმართა. ბულვარის და ბათუმის შოთარუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში „ბათუმის ბულვარი, წარსული და თანამედროვეობა“ მონაწილეობა უმაღლესი სასწავლებლებლის პროფესორ-მასწავლებლებმა და დარგის სპეციალისტებმა მიიღეს. სამეცნიერო კონფერენცია ძველი და ახალი ბულვარის ამსახველი ფოტო გამოფენით გაიხსნა და ბულვარის შესახებ მოხსენებებით გაგრძელდა.

სამეცნიერო კონფერენციამ მოიცვა ბულვართან დაკავშირებული ისეთი თემები, როგორებიცაა: ბულვარისისტორია, მისი განვითარების რეტროსპერქტივა დაარსებიდან დღემდე, ბულვარის როლი ქალაქის ეკოლოგიისა დაბიო-მრავალფეროვნების შექმნაში, სახელმწიფო ენის გამოყენების პრაქტიკის ზოგიერთი სამართლებრივი ასპექტი ბათუმის ბულვარში, სამუზეუმო ფონდებში დაცული და ბულვარის განაშენიანება შიგამოყენებული ფრანგული წარმოების მებაღეობის იარაღები და სხვა.

კონფერენცია დასრულდა ფოტო კოლექციონერ შოთა გუჯაბიძის მიერ ბულვარის შესახებ მომზადებული ვიდეო-რგოლებით.

კონფერენციის მონაწილეებსა დამოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თორნიკეკუჭავა.

როგორც ირაკლი ჯინჭარაძემ აღნიშნა, ბულვარის თემატიკაზე მიძღვნილი მსგავსი სამეცნიერო კონფერენცია პირველად ტარდება ბათუმში და ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამეცნიერო სტატიების ერთიან ფორმატში მოქცევისთვის, არამედ ბათუმის ბულვარზე დისკუსიების გასამართად, საინტერესო მოსაზრებების მოსასმენად და გასათვალისწინებლად.

„დაწყებულია მუშაობა ბულვარის კონსერვაციისა და განვითარების გეგმის ტექნიკურდავალებაზე,ჩართულია და კონსულტაციას გვიწევს საქართველოში დარგის საუკეთესო სპეციალისტები. შესაბამისად, ბათუმის ბულვარში ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნული გეგმის ფარგლებში. პროექტის მთავარი მიზანია შემუშავდეს ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციისა და განვითარების კონცეფცია მისი ლანდშაფტური, არქიტექტურული და მხატვრული ღირებულებების შენარჩუნებით და ხაზგასმით“ - განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.

ბულვარის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა ასევე თსუ-ს უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა. მისი თქმით, უნივერსიტეტი ისტორიულად არის ბულვარის შემადგენელი ნაწილი და ქმნის ერთიან კულტურულ სივრცეს, რაც მთლიანობაში წარმოადგენს რეგიონის ეკონომიკური დ ასოციალური განვითარების წინაპირობას. „დღეს მნიშვნელოვანი ურთიერთობის ახალ ეტაპს ეყრება საფუძველი, რომელიც კიდევ უფრო მჭიდროდ დააკავშირებს ერთმანეთთან უნივერსიტეტისა და ბულვარისსაქმიანობას, მით უფრო, რომ ბულვარის ისტორია და თანამედროვეობა მნიშვნელოვანია როგორც ტურისტული, ისე საგანმანათლებლო კუთხით” -აღნიშნა მერაბ ხალვაშმა.

ბულვარის შესახებ სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეკრეაციული ზონისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პოპულარიზაციას მოემსახურება.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881