ღონისძიებას საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდა. საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული საფრანგეთის საელჩოები, საგანმანათლებლო და ფრანკოფონიური ორგანიზაციები მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ.
ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიება თბილისის შემდეგ, ბათუმში წელს პირველად გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო ბათუმის ბულვარმაც. ღონისძიებაზე პარიზის ხედებთან ერთად წარმოდგენილი იყო ძველი ბულვარის ამსახველი ფოტო-გამოფენა, მათ შორის ბულვარის ფრანგი მებაღის მიშელ დალფონსისა და იასონ გორდეზიანის ფოტოები, რომლებმაც განათლება საფრანგეთში მიიღეს. ფოტო-გამოფენასთან ერთად უნივერსიტეტის ფოიეში შესრულდა ფრანგული კლასიკური მუსიკის, კერძოდ ბიზეს „კარმენის“ ვარიაციები, ასევე დალილას არია სენ-სანსის ოპერიდან „სამსონი და დალილა“. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ ასევე ბსუ-ს ბენდი, სხვადასხვა აქტივობით მონაწილეობდნენ ფრანგული დროშის ფერებში მოხატული მიმები, სკოლა „ევრო 2000“-ისა და ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები.
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.