ბათუმის სანაპირო ზოლს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს პალმების ხეივანი, ისინი ბულვარის ლანდშაფტისთვის ყველაზე მეტად სახასიათო ხე-მცენარედაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.
ბულვარის ტერიტორიაზე მრავალი სახეობის პალმა ხარობს: ფინიკის, ქოქოსის, ვაშინგტონიების, ჰომერობსების და სხვა.
პალმების მოვლა სეზონის მიხედვით ხორციელდება. ზამთრის ქარისა და ყინვებისგან დასაცავად, ბულვარის გამწვანების თანამშრომლები პალმებს კრავენ და ფუთავენ, ზაფხულში კი ზედმეტი ტოტებისგან ათავისუფლებენ.
ზოგადი ინფორმაცია: პალმა ერთლებნიან მცენარეთა ოჯახს მიეკუთვნება, ძირითად სახეობას მერქნიანი ღეროები ახასიათებს. მათ დიდ ოჯახში გაერთიანებულია 185 გვარი და დაახლოებით 3400 სახეობა. პალმები ძირითადად ტროპიკულ და სუპტროპიკულ ქვეყნებშია გავრცელებული.