ბათუმში გამართულ „მაგნოლია 2019“ -ის დაჯილდოების ცერემონიაზე აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ. ღონისძიების ფარგლებში წარდგენილ ნომინაციაზე, რეგიონის „ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ადგილი“ -ს ტიტული ბათუმის ბულვარმა მოიპოვა. გარდა ამისა, მადლობის სიგელით დაჯილდოვდა აჭარაში განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობისა და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
"მაგნოლია 2019"-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები 13 სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდნენ. აჭარაში დაჯილდოების ღონისძიება „მაგნოლია“ ყოველწლიურად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპაერტამენტის ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი კი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა.
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.