ველომოყვარულები ტურისტულ სეზონზე განახლებული ველობილიკით ისარგებლებენ

ბათუმის ბულვარში არსებული ველობილიკის მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, განხორციელდება ძველი ველობილიკის რეაბილიტაცია და მოეწყობა თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული მონოლითური რკინაბეტონის ველობილიკი.
საპროექტო ტერიტორია მოიცავს ძველი ბულვარიდან ახალ ბულვარში, ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიამდე არსებულ ველობილიკს, რაც ჯამში, 6 000 გრძივ მეტრსშეადგენს.
განახლებული ველობილიკი კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის ველოგადაადგილებას.
პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონამდე დასრულდება.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში დროებით, შეიზღუდება ველოგადაადგილება გარკვეულ მონაკვეთებზე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით ველომოყვარულებსა და ბაღის ვიზიტორებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
პროექტი შემუშავებულია ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის საფუძველზე და შეთანხმებულია სსიპ „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს“-თან.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881