გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის 2019 წლის ანგარიში

2019 წელს, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ 35 ჰექტარ გამწვანებულ ტერიტორიას და 40 000-მდე ხე-მცენარეს, გამწვანებითი და მოვლითი სამუშაოების მიმართულებით ჩაუტარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები.

კერძოდ, ამ პერიოდის განმავლობაში ნიადაგში შეტანილი იქნა 242 კბმ მიწა და 200 კბმ ორგანული სასუქი; 6 ტონა კომბინირებული სასუქი NPK და 9 ტონა აზოტოვანი სასუქი „ამონიუმის“ გვარჯილა; გადაიბარა და ნიადაგი გაუფხვიერდა 12 000 ძირ ახალგაზრდა ხე-მცენარეს, ყოველდღიურად ითოხნება და ნიადაგი უფხვიერდება 13 500 ხე-მცენარეს, დეკორატიული გასხვლა-გაფორმება ჩაუტარდა 13 500 ძირ სხვადასხვა სახის ბუჩქოვან და ახალგაზრდა ხე-მცენარეს, სპეც.ტექნიკის დახმარებით გაისხლა და ტოტები შეეჭრა 4 000 ხე-მცენარეს.

ბათუმის ბულვარის მცენარეთა საკმაოდ მდიდარი გენოფონდი სხვადასხვა ჯიშის 4000 ძირზე მეტი მარადმწვანე და დეკორატიული ხე-მცენარით გამდიდრდა. განახლდა საყვავილე კლუმბები, მეჩხერიანობის სალიკვიდაციოდ გამორგული იქნა 856 ძირი, კერძოდ: წითელი ნეკერჩხალი - 10 ძირი, სოფორა - 5 ძირი, მტირალა ფორმის კედარი - 3 ძირი, ვარდი ჯუჯა - 700 ძირი, დეკორატიული ტყემალი - 15 ძირი, უთხოვარის ხე- 6 ძირი, უთხოვარის ბუჩქი - 4 ძირი, ფიჭვი ზღვისპირა - 20 ძირი, კედარი - 15 ძირი, ტუია - 20 ძირი, კვიპაროსი - 15 ძირი, ცხენის წაბლა - 12 ძირი, ჭაობის კვიპაროსი - 15 ძირი, ცრუ ქაფური - 1 ძირი, მარადმწვანე მუხა - 12 ძირი და მხვიარა ვარდი - 240 ძირი.

გაზაფხული-ზაფხულის თვეებში სოკოვანი და მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ 15 000 ძირ ხე-მცენარეს ჩაუტარდა 3-ჯერადი წამლობა, კერძოდ: სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ შეიწამლა მაგნოლიები, ქაფურები, სხვადასხვა სახის პალმები, ხოლო, მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ - ირმის რქები, ილექსები, დაფნები, ვარდები, სხვადასხვა სახის ბუჩქოვანი მცენარეები და ერთწლოვანი ყვავილები.

ივნისის თვეში მოეწყო იასონ გორდეზიანის სახელობის სკვერი, სადაც დაირგო 4000 ძირზე მეტი სხვადასხვა სახის დეკორატიული ხე-მცენარე.

განახლებულ 3500 კვმ საყვავილე კლუმბებზე დაირგო 450 ათასი ძირი სხვადასხვა სახის ერთწლოვანი ყვავილის ჩითილი.

აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ყოველდღიურად ტარდებოდა გაზონების გაცელვა - 35 ჰექტარზე (თვეში 3-ჯერ), საყვავილე კლუმბების სარეველებისგან გაწმენდა, მათი მორწყვა, გაზონების დაფოცხვა-დალაგება, ახალგაზრდა ხე-მცენარეების მორწყვა, ხე-მცენარეებზე ხმელი ტოტების მოჭრა და გასხვლა-გაფორმება.

წლის ბოლომდე კი შესრულდება ყველა ის აგროტექნიკური ღონისძიებები, რაც გეგმით არის გათვალისწინებული.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881