ძველ ბულვარში ისტორიული კოლონადის მიმდებარედ, კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე მოეწყო. იასონ გორდეზიანის სკვერი ამავე სახელობის ქანდაკების გვერდით შეიქმნა. ახალ სკვერი მოპირკეთდა დეკორატიული ფილაქნებითა და ბორდიურებით. განთავსდა დეკორატიული საბაღე სკამები, დღის და ღამის განათებები. დაირგო 4000 ძირზე მეტი სხვადასხვა სახის დეკორატიული ხე-მცენარე და მათ შორის ასწლოვანი იშვიათი ჯიშის უთხოვარის ხეები.

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.