ვეტერანთა საჭადრაკო კლუბის რეაბილიტაცია


პროექტის დასახელება: ვეტერანთა საჭადრაკო კლუბის რეაბილიტაცია.

პროექტის აღწერა: ბათუმის ბულვარში არსებულ ვეტერანთა საჭადრაკო კლუბს „ნონა“ რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში განხორციელდა სრული რეკონსტრუქცია და ახალი ინვენტარით აღჭურვა. ვეტერანებისთვის განკუთვნილი გარე მოსასვენებელი სივრცე აღიჭურვა თანამედროვე გადახურვის სისტემით. საჭადრაკო სივრცეში განახლდა ინტერიერი, მოეწყო ახალი სველი წერტილი, შეიცვლა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, განხორციელდა შიდა და გარე ფასადის სამღებრო სამუშაოები. განახლდა განათების, გათბობა/გაგრილების და სავენტილაციო სისტემა.


პროექტის შესრულება: სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა შპს ,, მშენებელმა ჯგუფმა“.


ბიუჯეტი: 109 672 ლარი.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881