პროექტის დასახელება: ველობილიკის მიმდინარე სამღებრო-სარემონტო სამუშაოები
პროექტის აღწერა: ზღვისპირა ბულვარში მდებარე ველობილიკი ავტომატიზირებული მეთოდით შეიღებება. სამღებრო სამუშაოების ფარგლებში სპეც. მანქანადანადგარით საგზაო მონიშვნები და ველობილიკის საფარი შეიღებება.
პროექტის შესრულების განრიგი: ელ.ტენდერი გამოცხადდა მიმდინარე წლის 26 თებერვალს. შესასრულებელი სამუშაოების ხანგრძლივობა შეადგენს 30 კალენდარულ დღეს. სამღებრო სამუშაოები დაიწყება არაუგვიანეს 15 აპრილისა.
ელ. ტენდერში გამარჯვებულია კომპანია შპს "გზაჯვარედინი".
ბიუჯეტი: ველობილიკის სამღებრო სამუშაოებისთვის ბულვარის ბიუჯეტიდან 238 171 - ლარი დაიხარჯება.
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.