ახალ ბულვარში საბავშვო კუთხე განახლდება

პროექტის დასახელება: ახალ ბულვარში საბავშვო კუთხე განახლდება

პროექტის აღწერა: ბათუმის ბულვარმა ბავშვთა გასართობი მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბავშვთა ხის ატრაქციონების, კაუჩუკის საფარისა და ადაპტირებული სკამ-საქანელას მონტაჟი.
სატენდერო პირობები ითვალისწინებს ბავშვთა კუთხის ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალით მოწყობას და პრეტედენტის მხრიდან უმაღლესი ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატების წარმოდგენას.

პროექტის შესრულების განრიგი: აღნიშნულ პროექტზე ელექტრონული ტენდერი მიმდინარე წლის 20 მარტს გამოცხადდა. წინადადების მიღება 12 აპრილს დასრულდება, გამარჯვებულმა კომპანიამ ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.

ბიუჯეტი: საბავშვო ატრაქციონების შესყიდვისათვის ბულვარის ბიუჯეტიდან 408 794-ლარია გამოყოფილი.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881