ადაპტირებული გარემოს მოწყობა ბათუმის ბულვარში

პროექტის დასახელება: ადაპტირებული გარემოს მოწყობა ბათუმის ბულვარში

პროექტის აღწერა: 2019 წელს ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლი შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება. მიმდინარე წელს, სსიპ ბათუმის ბულვარმა ადაპტირებული ინფრასტრუქტურის პროექტების განხორცილებაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ტურისტული სეზონისათვის სანაპირო ზოლზე ადაპტირებული პლაჟზე გადასასვლელი ხის ბილიკები, საშხაპე და გამოსაცვლელის მოწყობა იგეგმება. ასევე, დაგეგმილია ადაპტირებული საპირფარეშოებისა ეტლით მოსარგებლე პირებისათვის ზღვაში შესასვლელი ტივტივა ეტლების დამონტაჟდება, სადაც შშმ პირებს ზღვაში შესვლა დამოუკიდებლად შეეძლებათ.

პროექტის მიზანია: ინკლუზიური ტურიზმის ხელშეწყობა/განვითარება, რაც მოიცავს ზღვისპირა პარკის ადაპტირებასა და შშმ პირთათვის თანაბარ ხელმისაწვდომობას ბულვარში არსებულ ინფრასტრუქტურაზე.

პროექტის შესრულების განრიგი/ბიუჯეტი

ელექტრონული ტენდერი ხის გადასასვლელი საფეხმავლო ტრანსფორმირებადი ბილიკის მოწყობაზე - ბათუმის ბულვარში სანაპიროზე გადასასვლელი ადაპტირებული ბილიკები მოეწყობა. ხის კონსტრუქციის ტრასნფორმირებადი ბილიკები 10 სხვადასხვა ლოკაციაზე დამონტაჟდება. გადასასვლელი ბილიკები სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთა და ეტლით მოსარგებლეთათვის. გასულ წელთან შედარებით, ბილიკების სიგანე 1,3 მეტრამდე გაიზარდა და მაქსიმალურად ზღვამდე მივა. ელ.ტენდერში გამარჯვებულია შპს „ზუკა“. აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა მიმდინარე წლის 4 აპრილს, სამუშაოები 60 კალენდარული დღის ვადაში დასრულდება.

აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის ბიუჯეტიდან 128 933-ლარი დაიხარჯება.

სანაპირო ზოლზე ადაპტირებული საშხაპისა და გასახდელის დამზადება/მონტაჟის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა - ელ.ტენდერში გამარჯვებულია შპს. „NEW ENERGY“. ხელშეკრულება გაფორმდა მიმდინარე წლის 27 მარტს, სამუშაოები აპრილის თვის ბოლოს დასრულდება. შესყიდვისათვის ბულვარის ბიუჯეტიდან 19 949-ლარი დაიხარჯება.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881