ბათუმის სანაპირო ზოლზე უსახური და უკანონო ობიექტების დემონტაჟი იწყება. უნებართვოდ განთავსებული კვების ობიექტების მეპატრონეებს ბათუმის მერიამ დღეს გაფრთხილება მისცა და ოფიციალური განცხადება საჯაროდ გაავრცელა. მათ სამი დღის ვადაში ობიექტების დემონტაჟი და ტერიტორიის გათავისუფლება უნდა უზრუნველყონ.
მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, მერიის შესაბამისი სამსახური თავად განახორციელებს ობიექტების დემონტაჟსა და ტერიტორიიდან გატანას. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდარღვევის ფაქტებზე გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.