სსიპ “ბათუმის ბულვარი”-ს დირექტორის პირველ მოადგილედ ლაშა მიქელაძე დაინიშნა. ახალი მოადგილე, რომელიც ბულვარის დირექტორის მოვალეობას შეასრულებს, თანამშრომლებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა.
ლაშა მიქელაძე პროფესიით ბიოლოგ-ეკოლოგია. მას სხვადასხვა უწყებაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ჯაბა ფუტკარაძემ თანამშრომლებთან წარდგენის დროს ხაზი გაუსვა ლაშა მიქელაძის გამოცდილებას და პროფესიონალიზმს და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.