ახალ ბულვარში სკეიტპარკის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება

ახალ ბულვარში სკეიტპარკის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა სკეიტბორდისთვის განკუთვნილი რელიეფური არეალების დაკონტურება, დეკორატიული თაღების, ფამფთრეკებისა და მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა. ამ ეტაპზე, ხორციელდება მაყურებელთა ტრიბუნების, დასასვენებელი სივრცეების და ადაპტირებული საპირფარეშოს მოწყობა. ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ინტეგრირებული იქნება არსებულ მწვანე საფართან, თუმცა, პარკის პროექტით, გათვალისწინებულია ტერიტორიის ახალი ნარგავებით შევსება. საერთაშორისო დონის მულტიფუნქციური სპორტული სივრცე, რომელიც 4800 კვ.მ ფართობს მოიცავს, ადგილობრივ და საერთაშორისო დონის ღონისძიებებს უმასპინძლებს. სამშენებლო სამუშაოები „ბათუმის ბულვარის განვითარებისა და განაშენიანების გეგმის“ ფარგლებში, მსოფლიო სკეიტბორდის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881