დღეს, განვითარებული ძლიერი ქარისა და შტორმული პროცესების მიუხედავად, ბათუმის ბულვარში სტაბილური ვითარებაა. რამდენიმე მონაკვეთზე ქარის შედეგად წაქცეული სანაგვე ურნებისა და საბაღე სკამების გასწორება სსიპ "ბათუმის ბულვარი"-ს ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლების მიერ უმოკლეს დროში განხორციელდა. ქარს, ბულვარის ინფრასტრუქტურისთვის ზიანი არ მიუყენებია.
ამ დროისათვის, ბულვარში დანაგვიანებული ლოკაციების დალაგება ინტენსიურად მიმდინარეობს, დასუფთავებითი სამუშაოები დღის მანძილზე ამინდის შესაბამისად გაგრძელდება.
შპს „სანდასუფთავებისა“ და „ბათუმის ბულვარი“-ს შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.
სსიპ “ბათუმის ბულვარის“ მობილური ჯგუფები ყოველ მომდევნო საათში ახორციელებენ ზღვისპირა პერიმეტრის მონიტორინგს.
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.