26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბათუმის ბულვარში ველომარათონით „მშვიდობისთვის“ აღინიშნა.
ველომარათონმა სტარტი "ალი და ნინოს“ ქანდაკებიდან აიღო. შეჯიბრის 50-მდე მონაწილემ, 8-კილომეტრიანი მონაკვეთი ახალი ბულვარის მიმართულებით დაფარა.
სხვადასხვა ველო კატეგორიაში გამოვლენილ გამარჯვებულებს მარათონის მხარდამჭერი კომპანიებისგან საჩუქრები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.
ველოშეჯიბრი, სსიპ ბათუმის ბულვარის ორგანიზებით გაიმართა, რომლის მიზანი იყო ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.
მადლობას ვუხდით მარათონის თითოეულ მონაწილესა და მხარდამჭერ კომპანიებს: ,,რადისონ ბლუ ბათუმი” ,,რედბული” ,,აპოლო” ,,სნო” ,,ველომან ექსტრიმი” და ,,Critical Mass Batumi".