ბათუმის ბულვარის ერთ-ერთი ყველაზე ფერადი სიმბოლო „რვაფეხა“ განახლებული სახით დაუბრუნდა ბათუმის ბულვარს. რვაფეხას რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხელახლა დამზადდა ფიგურები, რომელიც თავდაპირველად არსებული მინანქრით მოპირკეთდა.
ბათუმის ბულვარში „რვაფეხა“ თავდაპირველად 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკური ნაგებობის იშვიათი ნიმუშის ავტორები მხატვარი ზურაბ კაპანაძე და არქიტექტორი გიორგი ჩახავა იყვნენ.
„რვაფეხას“ რეაბილიტაცია ფონდი "ქართუს" მიერ განხორციელდა. ძეგლის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.