ბათუმის ბულვარში გამწვანების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმზე გადადის

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ბულვარის გამწვანების თანამშრომლები შეზღუდული რაოდენობით აგრძელებდნენ მუშაობას. დღეიდან კი გამწვანების სამუშაო პროცესი სრული დატვირთვით განახლდა.

საგაზაფხულო მოვლითი სამუშაოები “კოვიდ 19“-ის პრევენციასთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნის დაცვით მიმდინარეობს. ამასთანავე, ვირუსის გავრცელებისა და უსაფრთხოების მიზნით, მებაღეებს ყოველდღიური თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.
სამუშაო პროცესის მსვლელობისას, მუშა-პერსონალის მხრიდან დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.

საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე განახლდება საყვავილე კლუმბების დიზაინი. დამატებით, დაირგვება მრავალწლოვანი ხე-მცენარეები. საზაფხულო სეზონის დაწყებამდე სხვადასხვა რეკრეაციული ზონები ახალი მწვანე საფარით განახლდება.
გამწვანებითი სამუშაოების ფარგლებში წლის ბოლომდე დაგეგმილია 350 ათასი ძირი სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილის, 2 ათასზე მეტი დეკორატიული და მრავალწლოვანი ხის დარგვა.

ბათუმის ბულვარი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების გათვალისინებით, კვლავ გააგრძელებს აქტიურ სამუშაოებს მცენარეთა საფარის განახლებისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881