სსიპ „ბათუმის ბულვარი“ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ზღვისპირა ბულვარში სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად პირობიანი ელექტრონული აუქციონების გამოცხადება დაიწყო.
აუქციონში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა, რეგისტრაცია ელექტრონული აუქციონის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.eauction.ge-ზე უნდა გაიარონ.
აუქციონში გამარჯვებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, საშუალება მიეცემათ ზღვისპირა ბულვარში მცირე და საშუალო სამეწარმეო საქმიანობა განახორციელონ. ელექტრონული აუქციონები ეტაპობრივად გამოცხადდება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მოგვმართეთ, ბულვარის ადმინისტრაციას შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. 2 ან დაგვიკავშირდით ნომერზე 0 422 27 88 08
გისურვებთ წარმატებებს!
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.