ლაშა მიქელაძემ ბულვარის 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა

სსიპ ,,ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მიქელაძე, 2022 წლის საქმიანობის ანგარიშით წარსდგა აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
ბულვარის ხელმძღვანელმა ისაუბრა გასულ საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე, მიმდინარე წლის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სარეაბილიტაციო პროექტებზე. ლაშა მიქელაძემ ყურადღება გაამახვილა ისეთ მასშტაბურ პროექტებზე როგორიც არის, სკეიტ პარკის მშენებლობა,კოლონადების რესტავრაცია, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ მოზაიკის მოწყობა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სავარჯიშო მოედნები, საბავშვო კუთხის განახლება და სხვა.
ლაშა მიქელაძემ, ასევე, ისაუბრა 2023 წლის ტურისტული სეზონის სამზადისთან დაკავშირებულ სამუშაოებსა და სიახლეებზე. მისი თქმით, ყველა პროექტი რომელიც სამომავლოდ არის დაგეგმილი ბულვარის განაშენიანების გენერალური გეგმის ფარგლებში განხორციელდება.
პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. წარმოდგენილი ანგარიში და ინფორმაცია კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881