ლაშა მიქელაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს ანგარიში წარუდგინა

ლაშა მიქელაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს საფინანსო- საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს ანგარიში წარუდგინა. სსიპბათუმის ბულვარი“- დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მიქელაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ანგარიშით წარსდგა.

ახალმა ხელმძღვანელმა კომიტეტის წევრების წინაშე, ბათუმის ბულვარის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში, კეძოდ კი მწვანე საფარის მოვლის, ბულვარის ინფრასტრუქტურული მართვის, ქონების განკარგვისა და ბიუჯეტით გათვალისწინებული რიგი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. კომიტეტის სხდომაზე, ლაშა მიქელაძემ გასული წლის ანგარიშის პარალელურად, 2022 წლის მიმდინარე საქმიანობის ანგარიში წარადგინა, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის დასრულებულ დოკუმენტს და ტურისტული სეზონის მზადების კუთხით განხორციელებულ და დაგემილ პროექტებს. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881