კამპანია ''არა ბულინგს''

საქართველოს პროკურატურის ინიციატივითა და აშშ საელჩოს მხარდაჭერით ბულინგის წინააღმდეგ მიმართული კვირეულის ფარგლებში, ბათუმის ბულვარში გაიმართა ველო მარათონი დევიზით "არა ბულინგს".

დღევანდელი ველო მარათონის მონაწილეებს ორგანიზატორების მიერ სპეციალური მაისურები, ხოლო გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ. ღონისძიება ჩატარდა ბულინგის და ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კვირეულის ფარგლებში, რომელიც საქართველოს რვა ქალაქში თბილისში, ბათუმში ქუთაისში, ზუგდიდიში, გორში, თელავში, რუსთავსა და ახალციხეში 10 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით გასტანს.

ბათუმის ველო მარათონს მხარს უჭერდა სსიპ “ბათუმის ბულვარი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ველოსპორტის ფედერაცია და მოყვარულ ველომრბოლელთა გაერთიანება „Critical Mass Batumi“. კამპანია „არა ბულინგს მიზანია არასრულწლოვნებში ბულინგის და ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება და პრევენცია.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881