15 ივლისიდან, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის და ბათუმის ბულვარის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში ზღვისპირა ბულვარში 30 პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთი განთავსდება.
პროექტი ითვალისწინებს არამედიკოსი მოქალაქეების პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაში (First Aid) უფასოდ გადამზადებას. მოხალისეებს ტრენინგს ჩაუტარებენ First Aid-ში TOT მოდულით გადამზადებული, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ტრენერები.
5 დან 4 ადამიანს არ შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე შეცვალე სტატისტიკა
დეტალური ინფორმაციისთვის: http://bit.ly/CSRBatumi
ტრენინგის მსურველებისთვის: http://bit.ly/FirstAid4-5
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.