კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმის ბულვარში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება სველი წესით დამუშავება საბავშვო ატრაქციონების, სავარჯიშო ტრენაჟორებისა და საზოგადოებრივი საპირფარეშოების. აღნიშნული დეზინფიცირების სამუშაოები გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. #StopCov #ბათუმისბულვარი
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.