ბათუმის ბულვარმა, იაპონური კულტურის ფესტივალს უმასპინძლა.
ფესტივალზე იაპონური კულტურისთვის დამახასიათებელი არაერთი აქტივობა იყო წარმოდგენილი, მათ შორის ჩაის ცერემონიალი, საბრძოლო ხელოვნების დემონსტრაციები, კალიგრაფიის სემინარები, ორიგამის სესიები, იაპონური ტრადიციული ცეკვისა და მუსიკის წარმოდგენები.
ღონისძიება მიზნად ისახავდა, იაპონიის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას, კულტურათაშორისი ურთიერთგაგების ხელშეწყობას და იაპონური ტრადიციების უკეთ გაცნობას.