ბულვარის ვიზიტორებისთვის იაპონურ ბაღში ახალი საჩრდილობელი ე.წ ,,გაზებო“ მოეწყო, რომელიც იაპონური სტილის ელემენტებით არის დატვირთული და იდეალურად ერწყმის არსებულ გარემოს.
მსუბუქი ნაგებობა დამზადებულია მაღალი ხარისხის აფრიკული ხე მემბაუს მასალისგან და გაწყობილია ლითონის დეკორატიული ორნამენტებით. იგი, აღჭურვილია პანდუსით, საბაღე სკამებით და ახალი განათებით.
იაპონური სკვერის ახალ მოსასვენებელ კუთხეს, დღეს ყველაზე პატარა ვიზიტორი სტუმრობდა.