კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები სანაპირო ზოლის ვიზიტორებისთვის

ძვირფასო სტუმრებო, გთხოვთ გაეცნოთ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებს სანაპირო ზოლის ვიზიტორებისთვის, იმისათვის რომ მაქსიმალურად დავიცვათ უსაფრთხოება ზაფხულის სეზონის განმავლობაში:

✅ დაიცავით ჰიგიენის წესები

✅ სანაპიროზე ყოფნის დროს გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებული შეზლონგი, ქოლგა და სხვა საზღვაო ატრიბუტი

✅ არ გამოიყენოთ შეზლონგებისთვის განკუთვნილი რბილი და შეწოვადი გადასაფარებლები

✅ დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (გამონაკლისის გავრცელება შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდზე)

✅ მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება

✅ დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში

✅ გამოყენებული პირბადეები, ხელთათმანები და სხვა სახის ნარჩენები მოათავსეთ სპეციალურად განთავსებულ დახურულ ურნაში

ℹ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს – 15 05 ან 116 001

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881