ძველ ბულვარში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დაიწყო

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია არსებული ფეხბურთისა და ფრენბურთის მოედნების სრული რეკონსტრუქცია. სპორტული სივრცეები, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, სრულიად ახალი ინვენტარით აღიჭურვება.
500 კვ.მ ფართობზე მოეწყობა ახალი ლითონის მოაჯირი, ქვიშის ზედაპირი, დაიგება ახალი ხელოვნური საფარი, შეიცვლება ბადეები და დამონტაჟდება „ლედ“ განათების სისტემა.
სპორტული მოედნები უკვე განახლებული იერსახით სპორტულ აქტივობებს 20 ნოემბრიდან გააგრძელებს. მოედნების რეკონსტრუქციას ბიუჯეტიდან 167 761 ლარი მოხმარდება.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას და გამართული სპორტული სერვისების უზრუნველყოფას.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881