ბათუმის ბულვარი ყოველწლიურად სხვადასხვა აქტივობით ეხმიანება დედამიწის დღეს. წელს ამ დღესთან დაკავშირებით მოიხატა "ნინო და ალისთან" მდებარე ზღვაში შეჭრილი პირსი.
ბულვარის სანაპიროს ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილი ამიერიდან ზღვის თემატიკითა და წყალქვეშა სამყაროს ელემენტებით მოხიბლავს ჩვენს ვიზიტორებს და გარემოს დაცვის კუთხით ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.