ბათუმის ბულვარი აცხადებს აუქციონს კაფე "რავაფეხა"-ს 3 წლით იჯარით სარგებლობაში გადაცემაზე!
- გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში აამოქმედოს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი (კაფე), რომელშიც უფელბამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი სახეობის პროდუქციით კლიენტთა მომსახურეობა: საკონდიტრო ნაწარმი, ნაყინი, ყავა, გამაგრილებელი სასმელები, მინერალური წყლები, ალკოჰოლური სასმელები, პურ-ფუნთუშეული, ხილის წვენები, შოკოლადი, ხილი. ნებისმიერი სხვა პროდუქციით კლიენტთა მომსახურეობა ითვლება იჯარის ხელშეკრულების არსებით დარღვევად და გამოვლენისთანავე წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულების დაუყონებლივ ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველს
- გამარჯვებულს უფლება არა აქვს იჯარის საგანზე, მათ შორის დახლზე (გარდა დახურული შიდა სივრცისა) განათავსოს სამაცივრე დანადგარები, ან/და ვიტრინა, პროდუქციის ვიზუალური აღქმადობისათვის
- გამარჯვებული ვალდებულია იჯარის ვადის განმავლობაში უზრუნველყოს იჯარის საგანზე მესამე პირთა შეუფერხებელი წვდომა, ასევე უფლება არა აქვს შემოღობოს იჯარის საგანი, ან/და ნებისმიერი სახით შეაფერხოს მესამე პირების იჯარის საგანთან წვდომა
- გამარჯვებულს ეკრძალება იჯარის საგანზე განათავსოს/აწარმოოს მესამე პირის რეკლამა
დამატებით დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: https://www.eauction.ge/