მიუხედავად უხვი ნალექისა, ბათუმის ბულვარში ხე-მცენარეების საფარი წესრიგშია.
ორი დღის მანძილზე, ბულვარის გამწვანებისა და ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები ეტაპობრივ შემოვლას და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ.
თოვლისაგან გაიწმინდა სასეირნო ბილიკებიც. ზამთრისთვის მომზადებული და შეფუთული იყო საფრთხის ქვეშ მყოფი ხე-მცენარეები.
დათოვლილი ბათუმის ბულვარი განსაკუთრებული ხიბლითა და სილამაზით გამოირჩევა, ამიტომაც ვიზიტორების სიმრავლე უამინდო დღეებშიც შეინიშნება.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ ბულვარის გულშემატკივარ ადამიანებს, რომლებმაც გამოიჩინეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და საჭიროების შემთხვევაში ხე-მცენარეების თოვლისაგან გაწმენდის სამუშაოებში ჩართვის სურვილი გამოთქვეს.