ბათუმის ბულვარში ახალი მოადგილეები წარადგინეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ არჩილ ვანაძემ ბულვარის დირექტორთან ირაკლი ჯინჭარაძესთან ერთად თანამშრომლებს ახალი მოადგილეები წარუდგინა.

ბულვარის დირექტორის პირველ მოადგილედ დავით სურგულაძე, ხოლო მოადგილეებად სოფო გუჯაბიძე და სოფიო ლაზიშვილი დაინიშნა.

"მოხარული ვარ, რომ თითოეული მათგანი არის ნამდვილად კვალიფიციური კადრი და თავისი საქმის პროფესიონალი. ბატონ დავითს, მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. დანარჩენ მოადგილეებსაც საზოგადოება კარგად იცნობს. როგორც იცით ისინი წლების განმავლობაში საჯარო სექტორში წამყვან პოზიციებზე მუშაობდნენ. ჩვენი გუნდისთვის მათი გამოცდილების გაზიარება იქნება ძალიან სასარგებლო”-განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.

ბულვარის დირექტორის განცხადებითვე, ახალი მოადგილეები სამუშაო პორტფელს დღეიდან ჩაიბარებენ და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მიმართულებებს უხელმძღვანელებენ.

„დარწმუნებული ვარ და ღრმად მჯერა წარმატებით გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. ერთიანი თანამშრომლობით და გვერდში დგომით შევძლებთ კიდევ უფრო ეფექტური მუშაობის გაგრძელებას ბულვარის განვითარებისათვის სამომავლო გეგმების განსახორციელებლად“ - აღნიშნა ირაკლი ჯინჭარაძემ თანამშრომლებთან შეხვედრისას.

ოფიციალური წარდგენის შემდეგ, ხელმძღვანელმა ახალ მოადგილეებს წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.

ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილეები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის წესით შეირჩა.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881