ბათუმში განვითარებული ძლიერი წვიმისა და შტორმის გამო, ახალ ბულვარში სანაპიროს ინფრასტრუქტურა და სასეირნო პრომენადი დაზიანდა, წყალმა დატბორა „აკვა პარკი“-ს მიმდებარე ტერიტორიის რამდენიმე მონაკვეთი.
შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს და ქ.ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები, სამუშაოებში ჩართულია სანდასუფთავების სპეცტექნიკა.
მოქალაქეებს მივმართავთ თხოვნით, უამინდობის გამო თავი შეიკავონ ბულვარისსანაპირო ზოლში გადაადგილებისაგან.