ბათუმის ბულვარში სეზონური ყვავილების დარგვა დაიწყო

ბათუმის ბულვარში საშემოდგომო დარგვების ფარგლებში, „აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინი“-ს სამსახურის მიერ, სეზონურად მოყვავილე შემოდგომა-ზამთრის ერთწლოვანი ყვავილების დარგვა დაიწყო.

დეკორატიული ყვავილების, კერძოდ: პრიმულა, ვიოლასა და მიხაკის ჯიშის ჩითილები ძველ ბულვარში ეტაპობრივად დაირგვება. მანამდე, ძველ ბულვარში სხვადასხვა მონაკვეთებზე არსებულ საყვავილე კლუმბებს მოსამზადებელი სამუშაოები ჩაუტარდა. მოხდა სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების ამოღება, ნიადაგის დამუშავება, გაფხვიერება და სარეველებისაგან გათავისუფლება.

ბათუმის ბულვარში გამწვანებითი სამუშაოები ეტაპობრივად გაგრძელდება და ჯამში, ზღვისპირა პარკში ოქტომბრის თვის ბოლომდე 250 ათასი ძირი სეზონურად მოყვავილე ჩითილი დაირგვება. წლის ბოლომდე კი, მცენარეთა კოლექციას, 2 ათას 500 ძირამდე სხვადასხვა ჯიშის მრავალწლოვანი ხე-მცენარეც შეემატება.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881