ბათუმის ბულვარს მადლობის სიგელი გადაეცა

ა(ა)იპ ახალგაზრდული ორგანიზაციის „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სსიპ ბათუმის ბულვარს მადლობის სიგელი გადაეცა.

სსიპ ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მიქელაძემ საიუბილეო ღონისძიებაზე, კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა ორგანიზაციის ინიციატივებისა და აქტივობების მხარდაჭერის კუთხით, ასევე, დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ახალ ბულვარში რიგით მესამე ადაპტირებული პლაჟის მოწყობის შესახებ.
სსიპ „ბათუმისბულვარი“ ბოლო წლებია სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. გარემოზე თანაბარი ხელმისაწვდომობის გზარდის მიზნით, ახორციელებს ადაპტირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სერვისებს.
ღონისძიებაზე, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამეს და შშმ პირთა მხარდამჭერი პროექტების განხორციელებისათვის რეგიონის სახელისუფლებო, არასამთავრობო და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები დააჯილდოვეს.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881