ბათუმის ბულვარს კიდევ ერთი სავარჯიშო სივრცე შეემატება

კიდევ ერთი ახალი თანამედროვე სავარჯიშო სივრცე ბათუმის ბულვარში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა ბათუმის ბულვარის ერთი-ერთი პრიორიტეტია. გრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, კერძოდ, ბულვარის უკვე მესამე ლოკაციაზე მოეწყობა ახალი სავარჯიშო სივრცე. ფიტნეს ზონაში თანამედროვე, სხვადასხვა დატვირთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შშმ პირებზე ადაპტირებული ინვენტარი დამონტაჟდება, რომლითაც სარგებლობას მოყვარულებთან ერთად პროფესიონალი სპორტსმენებიც შეძლებენ. უნდა აღინიშნოს, რომ სსიპ ბათუმის ბულვარში არაერთი მადლობის გზავნილი შემოდის იმ ადამიანთა მხრიდან, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობენ ძველი ბულვარის ღია ცის ქვეშ უკვე არსებული თანამედროვე სავარჯიშო სივრცეებით. ახალი ლოკაცია ამჯერად ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, სასტუმრო სელაზირის გასწვრივ მოეწყობა. აღნიშნული პროექტი ბათუმის ბულვარის განვითარების გეგმის ფარგლებში ხორციელდება. სსიპ ბათუმის ბულვარმა სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი დღეს გამოაცხადა.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881