ბათუმის ბულვარს ახალი სკვერი შეემატა

დასასვენებელი სივრცე ძველ ბულვარში, კოლონადას მიმდებარედ, 2 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო.
პროექტის ფარგლებში, განთავსდა საბაღე ინფრასტრუქტურა, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები, დეკორატიული ქვიშის ორნამენტული საფარი და დამონტაჟდა გარე განათების სისტემა.
უკრაინელი საზოგადო მოღვაწეების ბიუსტებს კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, მარმარილოს ქვით მოპირკეთდა პედესტალები.
სკვერის ტერიტორია ახალი მწვანე ნარგავებით შეივსო.
პროექტის შედეგად, მნიშვნელოვნად გააუმჯობესდა არსებული ტერიტორიის იერ-სახე და დამატებით, კიდევ ერთი მიზიდულობის ადგილი შეიქმნა ბაღის ვიზიტორებისთვის.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881