ბათუმის ბულვარის მწვანე საფარის კოლექციას იშვიათი და უნიკალური ჯიშის ახალი მცენარეთა სახეობები შეემატება.
მათ შორის არის საქართველოს წითელი ნუსხის წარმომადგენელი მცენარე - უთხოვარი (პირამიდალური და სფეროსებრი) - (Taxus baccata piramidalis)
აგრეთვე:
სხვადასხვა სახეობისა და განსხვავებული ჯიშის 267 ძირი მცენარე ბათუმის ბულვარში 2019 წლის გაზაფხულზე დაირგვება.
სსიპ "ბათუმის ბულვარმა" აღნიშნული ხე-მცენარეების შესყიდვა, 2018 წლის საბიუჯეტო პროგრამით გათვალისწინებული სატენდერო თანხების შედეგად წარმოქმნილი დანაზოგის სახსრებით განახორციელა.
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.