პირველად თავისი ისტორიის მანძილზე, სსიპ ბათუმის ბულვარს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების გეგმა გააჩნია.
დღეიდან განაშენიანების გეგმა ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნების და განვითარების მთავარი დოკუმენტი ხდება, რომელიც მის წინაშე არსებულ გამოწვევებს ეტაპობრივად გადაჭრის.
ბულვარის განაშენიანების გეგმა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ადაპტირებული და უნივერსალური დიზაინის მიმართულებით არსებული საჭიროებები,საერთაშორისო სპეციალისტების მიერ მწვანე ნარგავების, დენდროლოგიისა და ლანდშაფტის დიზაინის კუთხით შემუშავებული რეკომენდაციები, ზღვისპირა პარკის შესასვლელებისა და გასასვლელების დაგეგმარების პრინციპები და მათი გაუმჯობესების საშუალებები, ურბანული ავეჯის მიმართ დაწესებული მოთხოვნები და სხვა, საზოგადოებრივი პარკისთვის საჭირო მნიშვნელოვანი საკითხები.