ბათუმის ბულვარის 2023 წლის ანგარიშის წარდგენა

ბათუმის ბულვარის დირექტორმა ლაშა მიქელაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს, ბათუმის ბულვარის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციის დროს ბულვარის ხელმძღვანელმა ისაუბრა გასულ საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ ღონისძიებებსა და მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
ლაშა მიქელაძემ ხაზი გაუსვა ტურისტული სეზონის სამზადისთან დაკავშირებულ სამუშაოებს და ისეთი მასშტაბური პროექტების მნიშვნელოვნებას, როგორებიცაა: სკეიტპარკის მშენებლობა, ველობილიკის რეაბილიტაცია, ახალი სავარჯიშო მოედნების მოწყობა, კოლონადას რესტავრაცია და სხვა. ასევე, ვრცლად ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და სიახლეებზე. მოხსენება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881