ბათუმის ბულვარი, 2024 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება

საჯარო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და გამართული ტურისტული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის მიზნით, დაგეგმილია სანაპირო ზოლის აღჭურვა მაღალი ხარისხის გასახდელებით, ზღვაზე ჩასასვლელი ბილიკებითა და თანამედროვე სტანდარტების საშხაპეებით. სასეირნო ბილიკზე განთავსდება 20 ახალი სასმელი წყლის შადრევნი.
➡️32 - გასახდელი
➡️30- საშხაპე
➡️830 - გრძ.მ. ხის ბილიკი
➡️20 - წყლის სასმელი შადრევანი
ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი სერვისების მიწოდების მიზნით, სამ ლოკაციაზე სრულად განახლდება ინფრასტრუქტურა შშმ პირთათვის, რომელიც აღიჭურვება პანდუსებითა და სანაპიროზე გადასასვლელი ბილიკით. დასვენებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა ბაღის ვიზიტორების საჭიროებებზე სრულად იქნება მორგებული.
სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურის განახლება, ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის შესაბამისად ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ ეტაპზე, დაგეგმილია 32 ერთეული გასახდელის შესყიდვა.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881