ახალ ბულვარში საშემოდგომო მოვლითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

„გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების“ სამსახურის თანამშრომლების მიერ, მწვანე სივრცეებში ახალგაზრდა ხე-მცენარეების ბამბუკის ჭიგოებზე მიმაგრება, ნიადაგის დამუშავება/გაფხვიერება და სარეველებისაგან გაწმენდა მიმდინარეობს.

საშემოდგომო დარგვების ფარგლებში, ბულვარის მცენარეთა საფარს სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ჩითილები შეემატება და ბულვარის მთლიან პერიმეტრზე გამწვანებითი ღონისძიებები ოქტომბრის თვის ბოლომდე გაგრძელდება.

ბულვარის გამწვანების სამსახურის მიერ ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები, რაც წლის განმავლობაში იყო გათვალისწინებული. მებაღეების მიერ ყოველდღიურად ითოხნება და ნიადაგი უფხვიერდება 10 ათასამდე ხე-მცენარეს. აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, ტარდება 35 ჰექტარზე გაზონების გაცელვა, ნიადაგში სასუქის შეტანა, საყვავილე კლუმბების გაწმენდა, მცენარეების მორწყვა და სხვა მოვლითი სამუშაოები.

ახალი ბულვარი #საშემოდგომოსამუშაოები

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881