ბულვარის მებაღეებისა და აგრონომების ერთობლივი ძალისხმევით, სანაპირო ზოლის მთლიან პერიმეტრზე პალმების აკვრა-შეფუთვა და ახალგაზრდა ხე-მცენარეების ბამბუკის ჭიგოებზე გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.
ყინვისადმი მაღალი მგრძნობელობის მქონე მცენარეები კი შეიფუთება სპეციალური მასალით (ე.წ. ბიაზით)
ზამთრის პერიოდისათვის ზღვისპირა პარკში, 20 ათასზე მეტი ხე-მცენარე, 5 ათასი ძირი ფინიკისა და ქოქოსის ჯიშის პალმები
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.