24 სექტემბერს სასტუმრო "ჰილტონში" პროექტის "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობის" ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშების მშობლებთან შეხვედრა გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრას ბათუმის ბულვარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბულვარის დირექტორის მოადგილემ, სოფო გუჯაბიძემ ადაპტირებისა და ინკლუზიური ტურიზმის მიმართულებით ბათუმის ბულვარის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მოხსენების შემდგომ ადაპტირებული გარემოს თემატიკაზე შექმნილი ვიდეო-რგოლების ჩვენება გაიმართა. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა საჯარო უწყებების წარმომადგენლებიც, რომელთაც შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული პროგრამების პრეზენტაციები წარმოადგინეს. ასევე, ისაუბრეს იმ მხარდამჭერ პროგრამებზე, რომლის დახმარებითაც შეიქმნება ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე და საჭიროებებზე მორგებული გარემო, რაც ხელს შეუწყობს მათ სრულფასოვან ჩართულობას.
პროექტი "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და world Vision საქართველოს ორგანიზებით ხორციელდება. დღევანდელი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია "თნაბარი ცვლილებები უფლებებისათვს" ორგანიზებით იმართება.
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.