ქალაქის მთავარი ზღვისპირა ბაღი როგორც ყოველთვის, წელსაც უამრავი სიახლით, ინოვაციითა და განახლებული ინფრასტრუქტურით მომზადებული შეხვდა ტურისტულ სეზონს.
განახლდა საპლაჟე ინფრასტრუქტურა, დაემატა ბრენდირებული საშხაპე-გასახდელები, ადაპტირებული ბილიკები, მოწესრიგდა კერძო და საჯარო სივრცეები.
გადახალისდა მცენარეული საფარი, განხორციელდა არაერთი პროექტი, მათ შორის აღსაღნიშნავია, ანბანის კოშკის მიმდებარედ გაშენებული ტროპიკული სკვერი.
საზოგადოების მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბულვარს კიდევ ერთი ახალი შშმ პლაჟი შეემატა, რომელიც მომხმარებლებს უფასოდ სთავაზობს სერვისს.
მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე, ბულვარი არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის მრავალფეროვნებით, არამედ საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქციის ხელმისაწვდომობის კუთხითაც გამოირჩევა. სანაპირო ზოლზე განთავსებული ყავისა და სანაყინე პავილიონები, სტუმრებს ხელმისაწვდომ ფასებს, სასიამოვნო გარემოსა და მრავაფეროვან სერვისს სთავაზობს.
ჩვენთან წარმოდგენილი დასვენებისა და გართობისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა ყველა სეგმენტის საჭიროებებზეა მორგებული.
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.